Перейти к содержимому

Текст песни Beso Kalandadze — Endzela

Исполнитель: Beso Kalandadze Обновлено:

იებია თუ თოლია
მე რომ მზის შუქი მომფინა
მე სიყვარული მეგონა
თურმე სიზმარი ყოფილა.

ო, რა იმედით გელოდი,
ვინ მომიშუშებს იარებს?
მეგონა შენ მიმღეროდი
თურმე ენძელა შრიალებს.
შრიალებს, შრიალებს,
თურმე ენძელა შრიალებს, შრიალებს.

არ ამიცხადდა არასდროს
ნატვრა, სურვილი, ოცნება
ვარსკვლავი სწყდება ვარსკვლავებს
ცას ჩემი ბედიც მოსწყდება.

..სადა ხარ სად მოგზაურობ,
ქარ და ქარ სად გიქროლია?
აქ რომ მოფრინდი ხმაურობ
შენი ფეხის ხმა მგონია .
..მგონია , მგონია .
შენი ფეხის ხმა მგონია,. მგონია X2


Текст добавил: Андрей Курышев

Другие песни исполнителя Beso Kalandadze

Все песни Beso Kalandadze →